როგორ გავაუმჯობესოთ AI-ის პასუხი

AI-სთან მუშაობა საუბარია და არა ერთჯერადი ბრძანება. პირველი პასუხი ხშირად საუკეთესო არ არის, მაგრამ რამდენიმე მოკლე შეტყობინებით შეგიძლიათ ზუსტად იქამდე მიიყვანოთ, რაც გჭირდებათ.

1. იყავით კონკრეტული კრიტიკაში

„ცუდია, თავიდან“ ცოტას ეუბნება მოდელს. უკეთესია: „მეორე აბზაცი ზედმეტად ოფიციალურია, დაწერე უფრო საუბრის ენით“.

2. შეცვალეთ მხოლოდ ერთი ნაწილი

დანარჩენი დატოვე როგორც არის, მხოლოდ სათაური შეცვალე უფრო მოკლე და მიმზიდველი ვარიანტით.

3. მოითხოვეთ ვარიანტები

მომეცი ამ სათაურის 5 განსხვავებული ვარიანტი: 2 სერიოზული, 2 იუმორით და 1 კითხვის ფორმით.

4. დაუმატეთ ის, რაც გამოგრჩათ

ხშირად ცუდი პასუხი გამოტოვებული კონტექსტის შედეგია. უბრალოდ დაამატეთ: „დამავიწყდა მეთქვა, რომ ბიუჯეტი 500 ლარია“.

5. სთხოვეთ თვითშეფასება

შეაფასე შენი პასუხი 10-ბალიანი სისტემით: რა არის სუსტი და როგორ გააუმჯობესებდი? შემდეგ დაწერე გაუმჯობესებული ვერსია.

6. აჩვენეთ ნიმუში

თუ სტილი არ მოგწონთ, ჩასვით ტექსტი, რომლის სტილიც მოგწონთ, და სთხოვეთ: „დაწერე ამ სტილში“. დაწვრილებით: მაგალითებით სწავლება.

7. შეამოკლეთ ან გააფართოვეთ

შეამოკლე ნახევრამდე, ისე რომ მთავარი აზრი არ დაიკარგოს.

8. დაიწყეთ ახალი საუბარი

თუ საუბარი ძალიან გაგრძელდა და მოდელი წინა ცუდ ვარიანტებს უბრუნდება, გახსენით ახალი ჩატი და დაწერეთ ერთი, გაუმჯობესებული პრომპტი, რომელშიც ყველაფერია, რაც საუბრისას გაარკვიეთ.

ხშირად დასმული კითხვები

რატომ იმეორებს AI ერთსა და იმავე შეცდომას?

ხშირად იმიტომ, რომ საუბრის ისტორიაში ძველი ვარიანტები რჩება და მოდელზე გავლენას ახდენს. ასეთ დროს ახალი ჩატის გახსნა და სრული, გაუმჯობესებული პრომპტის დაწერა უკეთ მუშაობს.

სხვა სტატიები