10 გავრცელებული შეცდომა პრომპტებში
1. ზედმეტად ზოგადი ამოცანა
„დამიწერე რამე მარკეტინგზე“ შეიძლება ათას რამეს ნიშნავდეს. დააკონკრეტეთ: რა ფორმატი, რა თემა, ვისთვის.
2. კონტექსტის გამოტოვება
AI-მ არ იცის თქვენი ბიზნესი, ქალაქი, ბიუჯეტი ან გამოცდილება, თუ არ უთხარით.
3. ფორმატის მიუთითებლობა
თუ ცხრილი გჭირდებათ, თქვით. თუ 100 სიტყვა, თქვით. სხვა შემთხვევაში მოდელი თავად აირჩევს და ხშირად ზედმეტად გრძელს.
4. რამდენიმე ამოცანა ერთად
„დამიწერე სტატია, გადათარგმნე, მოიფიქრე სათაური და გააკეთე პოსტები“ ერთ პრომპტში ხშირად ზედაპირულ შედეგს იძლევა. დაყავით ნაბიჯებად.
5. ფაქტების გადაუმოწმებლობა
ენობრივ მოდელებს შეუძლიათ დამაჯერებლად დაწერონ არასწორი ინფორმაცია: არარსებული წყაროები, ციფრები, თარიღები. მნიშვნელოვანი ფაქტები ყოველთვის გადაამოწმეთ.
6. პირადი მონაცემების გაზიარება
ნუ ჩაწერთ პირად ნომრებს, პაროლებს, ბარათის მონაცემებს ან სხვის პირად ინფორმაციას. ამოცანისთვის ისინი თითქმის არასოდეს არის საჭირო.
7. პირველ პასუხზე გაჩერება
AI-სთან მუშაობა იტერაციაა. იხილეთ როგორ გავაუმჯობესოთ პასუხი.
8. უარყოფითი ინსტრუქციების სიჭარბე
„ნუ დაწერ გრძლად, ნუ იქნები ოფიციალური, ნუ გამოიყენებ...“ ნაცვლად, უმჯობესია თქვათ, რა გინდათ: „დაწერე მოკლედ, საუბრის ენით“.
9. აუდიტორიის დავიწყება
ტექსტი, რომელიც სპეციალისტისთვისაა კარგი, დამწყებისთვის გაუგებარი იქნება, და პირიქით.
10. AI-ის პასუხის უცვლელად გამოქვეყნება
AI ძლიერი დამხმარეა, მაგრამ საბოლოო ტექსტი თქვენი პასუხისმგებლობაა. წაიკითხეთ, შეასწორეთ და მოარგეთ საკუთარ ხმას.