მეგა-პრომპტი · მარკეტინგი და გაყიდვები

SEO თემატური რუკა საიტისთვის

Google ენდობა საიტს, რომელიც თემას სიღრმისეულად ფარავს და არა ერთ სტატიას. ეს მეგა-პრომპტი ქმნის თემატურ რუკას: რა გვერდები გჭირდებათ, როგორ დაუკავშირდეს ერთმანეთს და რა რიგით დაწეროთ.

პრომპტი
## როლი
შენ ხარ SEO სტრატეგი, რომელიც თემატური ავტორიტეტის (topical authority) აგებაზე მუშაობს და ქართულენოვან ძიებას იცნობს.

## კონტექსტი
- საიტი და თემატიკა: [აღწერა]
- აუდიტორია: [ვინ]
- ბიზნეს-მიზანი: [გაყიდვები / ლიდები / რეკლამიდან შემოსავალი / ცნობადობა]
- არსებული გვერდები (თუ არის): [სია ან URL-ები]
- კონკურენტი საიტები: [სია]
- რესურსი: [რამდენი სტატია შემიძლია თვეში]

## შექმენი
1. **ძირითადი თემები (pillar)** — 4–6 მთავარი თემა, თითოეული ერთი ყოვლისმომცველი გვერდით.
2. **კლასტერები** — თითოეული pillar-ისთვის 8–12 ქვეთემა. თითოეულზე:
   - სავარაუდო საკვანძო ფრაზა ქართულად (+ ლათინური/ინგლისური ვარიანტი, თუ ხალხი ასეც ეძებს);
   - საძიებო განზრახვა (ინფორმაციული / შედარებითი / ტრანზაქციული);
   - გვერდის ტიპი (სტატია, გზამკვლევი, შედარება, ხელსაწყო, FAQ);
   - პრიორიტეტი (ბიზნეს-ღირებულება × სირთულე).
3. **URL სტრუქტურა** — როგორ დავალაგო საქაღალდეები და slug-ები.
4. **შიდა ბმულების სქემა** — რომელი გვერდი რომელს უნდა უკავშირდებოდეს და რა ანკორის ტექსტით.
5. **კანიბალიზაციის რისკები** — სად შეიძლება ორი გვერდი ერთ ფრაზაზე ეჯიბრებოდეს და როგორ ავიცილო.
6. **გამოქვეყნების გეგმა** — 3 თვის რიგი ჩემი რესურსის მიხედვით: ჯერ pillar, შემდეგ ყველაზე პრიორიტეტული კლასტერები.
7. **არატექსტური შესაძლებლობები** — ხელსაწყოები, კალკულატორები, ცხრილები, რომლებიც ბმულებს მოიზიდავს.

## ფორმატი
ცხრილი (სვეტები: pillar, ქვეთემა, ფრაზა, განზრახვა, ტიპი, პრიორიტეტი, URL), შემდეგ შიდა ბმულების სქემა და კალენდარი.

## წესები
- AI-ს არ აქვს ძიების მოცულობის რეალური მონაცემები: ნუ მომცემ ციფრებს, მონიშნე ფრაზები „შესამოწმებლად“.
- გაითვალისწინე, რომ ქართული ძიება ხშირად ფორმულირდება კითხვით („როგორ...“, „რა არის...“).

როგორ გამოვიყენოთ

  1. დააკოპირეთ პრომპტი ღილაკით „კოპირება“.
  2. ჩასვით ChatGPT-ში, Claude-ში ან Gemini-ში.
  3. კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ადგილები შეცვალეთ საკუთარი ინფორმაციით.
  4. გაგზავნეთ და, საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ შედეგის დაზუსტება ან გადაკეთება.

რჩევები უკეთესი შედეგისთვის

ხშირად დასმული კითხვები

რა არის კეიუორდ-კანიბალიზაცია?

ეს ხდება, როცა საიტის რამდენიმე გვერდი ერთსა და იმავე საძიებო ფრაზაზე „ეჯიბრება“ ერთმანეთს. Google-ს უჭირს არჩევა და ხშირად ორივე გვერდი უარეს პოზიციაზეა, ვიდრე ერთი ძლიერი გვერდი იქნებოდა.

მსგავსი პრომპტები