LinkedIn პოსტის პრომპტი

LinkedIn-ზე ყველაზე წარმატებული პოსტები პირადი გამოცდილებიდან მიღებულ გაკვეთილებს აზიარებს. ეს პრომპტი გეხმარებათ, ისტორია ისე მოყვეთ, რომ ის სხვებისთვისაც სასარგებლო იყოს.

პრომპტი
დამიწერე LinkedIn პოსტი.

ჩემ შესახებ: [პროფესია, სფერო]
პოსტის თემა: [გამოცდილება / გაკვეთილი / მიღწევა / რჩევა / აზრი დარგის ტენდენციაზე]
რა მოხდა: [ისტორია ან ფაქტები]
რა ვისწავლე ან რა მინდა გავუზიარო სხვებს: [მთავარი აზრი]

მოთხოვნები:
- პირველი ხაზი (მაქსიმუმ 2 წინადადება) უნდა იყოს ძლიერი და ინტრიგის შემცველი.
- მოკლე აბზაცები, ზოგი ერთწინადადებიანი.
- 150–250 სიტყვა.
- ყურადღება გაამახვილე იმაზე, რა არის ამ ისტორიაში მკითხველისთვის სასარგებლო, და არა მხოლოდ ჩემს წარმატებაზე.
- ბოლოს კითხვა აუდიტორიისთვის.
- 3–5 ჰეშთეგი.
- ენა: [ქართული / ინგლისური].

როგორ გამოვიყენოთ

  1. დააკოპირეთ პრომპტი ღილაკით „კოპირება“.
  2. ჩასვით ChatGPT-ში, Claude-ში ან Gemini-ში.
  3. კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ადგილები შეცვალეთ საკუთარი ინფორმაციით.
  4. გაგზავნეთ და, საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ შედეგის დაზუსტება ან გადაკეთება.

რჩევები უკეთესი შედეგისთვის

ხშირად დასმული კითხვები

ქართულად დავწერო LinkedIn პოსტი თუ ინგლისურად?

თუ თქვენი ქსელი ძირითადად ქართულია, ქართული პოსტი უფრო ბუნებრივი და ახლობელი იქნება. საერთაშორისო აუდიტორიისთვის ინგლისური აჯობებს.

მსგავსი პრომპტები