ბლოგის სტატიის პრომპტი

AI-ით დაწერილი სტატიები ხშირად ზოგადი და უფერულია. ეს პრომპტი AI-ს აძლევს მკაფიო სტრუქტურას, ხმას და შეზღუდვებს, რომ ტექსტი ცოცხალი და სასარგებლო გამოვიდეს.

პრომპტი
დამიწერე ბლოგის სტატია.

თემა: [თემა]
სამიზნე მკითხველი: [ვინ არის და რა იცის უკვე]
მთავარი აზრი, რომელიც მკითხველს უნდა დარჩეს: [ერთი წინადადება]
სტატიის გეგმა: [ჩასვი სათაურები, ან დაწერე „თავად შეადგინე“]
ჩემი გამოცდილება ან მაგალითები: [პირადი ისტორიები, ციფრები, ქეისები]
მოცულობა: [სიტყვების რაოდენობა]
ხმა: [მაგ.: მეგობრული ექსპერტი, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს]

მოთხოვნები:
- დაიწყე კონკრეტული სიტუაციით ან კითხვით, და არა „დღეს ბევრი ადამიანი...“-ით.
- მოკლე აბზაცები (2–4 წინადადება).
- ყოველი რჩევა გაამყარე მაგალითით.
- ჩართე ჩემი გამოცდილება ბუნებრივად.
- ბუნებრივი თანამედროვე ქართული, ნათარგმნი კონსტრუქციების გარეშე.
- მოერიდე ფრაზებს: „დასკვნის სახით“, „არ უნდა დაგვავიწყდეს“, „დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში“.
- დაასრულე პრაქტიკული შემდეგი ნაბიჯით მკითხველისთვის.

როგორ გამოვიყენოთ

  1. დააკოპირეთ პრომპტი ღილაკით „კოპირება“.
  2. ჩასვით ChatGPT-ში, Claude-ში ან Gemini-ში.
  3. კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ადგილები შეცვალეთ საკუთარი ინფორმაციით.
  4. გაგზავნეთ და, საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ შედეგის დაზუსტება ან გადაკეთება.

რჩევები უკეთესი შედეგისთვის

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავხადო AI-ით დაწერილი სტატია უფრო „ადამიანური“?

დაამატეთ პირადი გამოცდილება, კონკრეტული მაგალითები და საკუთარი აზრი. ასევე წაიკითხეთ ხმამაღლა და შეცვალეთ ყველაფერი, რასაც რეალურ საუბარში არ იტყოდით.

მსგავსი პრომპტები