გასაუბრებისთვის მომზადების პრომპტი

ამ პრომპტით ხელოვნური ინტელექტი იქცევა ინტერვიუერად: დაგისვამთ კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელ კითხვებს, თითო-თითოდ, და ყოველ პასუხზე მოგცემთ უკუკავშირს.

პრომპტი
იმოქმედე როგორც ინტერვიუერმა კომპანიიდან [კომპანია], რომელიც ატარებს გასაუბრებას პოზიციაზე [პოზიცია].

ჩემი გამოცდილება: [მოკლედ]

წესები:
1. დამისვი ჯამში 8 კითხვა: 3 ზოგადი, 3 პროფესიული და 2 სიტუაციური.
2. კითხვები დამისვი სათითაოდ და დაელოდე ჩემს პასუხს.
3. ყოველი პასუხის შემდეგ მოკლედ შეაფასე: რა იყო კარგი, რა აკლდა და როგორ შეიძლებოდა უკეთ პასუხი.
4. ბოლოს მომეცი საერთო შეფასება 10-ბალიანი სისტემით და 3 მთავარი რჩევა.

დაიწყე პირველი კითხვით.

როგორ გამოვიყენოთ

  1. დააკოპირეთ პრომპტი და შეავსეთ ფრჩხილები.
  2. ჩასვით AI ჩატბოტში.
  3. უპასუხეთ კითხვებს ისე, როგორც რეალურ გასაუბრებაზე.
  4. ბოლოს გადახედეთ შეფასებას და გაიმეორეთ სუსტ თემებზე.

რჩევები უკეთესი შედეგისთვის

ხშირად დასმული კითხვები

შეუძლია თუ არა AI-ს რეალური გასაუბრების ჩანაცვლება?

არა, მაგრამ ის კარგი სავარჯიშოა: გეხმარებათ პასუხების ჩამოყალიბებაში და სტრესის შემცირებაში რეალურ გასაუბრებამდე.

მსგავსი პრომპტები